კალათბურთის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის ცერემონიალი შვეიცარიის დაბა მიესში მდებარე “კალათბურთის სახლში”, ფიბა-ს ოფისში გაიმართა, რომელიც 2018 წელს დაღუპული ფიბა-ს გენერალური მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელობისაა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა იქნებიან.
ჯგუფი A – სერბეთი; სლოვაკეთოი; ბელგია; ლატვია
ჯგუფი B – ბელარუსი ;დიდი ბრიტანეთი ;საბერძნეთი ;თურქეთი
ჯგუფი C – ხორვატია ;შვედეთი ;ფინეთი ;სლოვენია
ჯგუფი D – ისრაეილი ;გერმანია ;ესტონეთი ;პოლონეთი
ჯგუფი E – საფრანგეთი ;პორტუგალია ;უნგრეთი ;მონტენეგრო
ჯგუფი F – ბოსნია და ჰერცოგოვინა ;ლიეტუვა ;ბულგარეთი ;ჩეხეთი
ჯგუფი G – საქართველო ;ჩრდილოეთ მაკედონია; ესპანეთი ;უკრაინა
ჯგუფი H – რუსეთი ;ნიდერლანდები ;ისლანდია ;იტალია
ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბა-ს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.
ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.
თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.
პირველი ეტაპი
I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;
II ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი – 1 მარტი;
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი – 5 ივლისი;
მეორე ეტაპი
IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.