“გურიანთის გამგებლობა ხმების სანაცვლოდ უკვე 15 ადგილობრივს დაპირდნენ” – მოქმედი გამგებელი

ამის შესახებ ინფორმაციას, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, გურიანთის მოქმედი გამგებელი – ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გურიანთის ტერიტორიულ ერთეულში – გიო ფასიეშვილი ავრცელებს:
“სოფ: გურიანთაში, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, მერის წარმომადგენლად დანიშვნა, დაახლოებით 15 ადამიანს უკვე დაჰპირდნენ !!!!!
არჩევნები ჩაივლის მეგობრებო , ჩვენ ვრჩებით, არ შეიძლება ადამიანების ესე გამოყენება !!!!” წერს ფასიეშვილი.
ცბობისათვის: 2 ოქტომბერს დანიშბული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობა პირდაპირი არჩევნების გზით ოზურგეთის მერს აირჩევს.
ოზურგეთს, არჩევნების ისტორიაში პირველად, მერის პოსტზე ერთბაშად 4 კონკურენტუნარიანი კანდიდატი ყავს:
კოტე შარაშენიძე – დამოუკიდებელი – მოქმედი მერი;
ავთანდილ თალაკვაძე – “ქართული ოცნება”
ირაკლი ღლონტი – “გაერთიანებული ოპოზიცია”
გია ცეცხლაძე – პარტია “საქართველოსთვის” – გიორგი გახარია;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share