“ტრადიციულად, როდესაც ევროპული დახმარების გამოყოფა ხდება, მას ახლავს კონკრეტული პირობები, რაც ამ შემთხვევაში სასამართლოს გაჯანსაღებას და დემოკრატიული რეფორმების გატარებას გულისხმობს. თუკი მთავრობა უარს ამბობს დაპირებული ვალდებულებების შესრულებაზე, წესი მარტივია, მაშინ ევროკავშირი ამ დახმარებას აჩერებს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი თავად ამბობენ უარს ამ დახმარებაზე არის სასაცილო გადაწყვეტილება, ამას ყველა ხვდება. სამწუხაროა რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობის ევროპული სისტემის შექმნაში პროგრესს ვერ აღწევს – ამბობს კუბილიუსი.
კითხვაზე, რა იქნება შემდეგ ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და გაიზიარებს თუ რა “ოცნება” მოლდოვის ბედს, თუ ივანიშვილის გუნდი თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, კუბილიუსი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდება ქართველი ხალხი ვერ ნახავს იმ სარგებელს, რომელსაც ევროკავშირი სთვაზობს:
“აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან საქართველო არ არის პირველი რომელმაც ევროკავშირის ფინანსური დახმარება დაკარგა. დიახ ასე მოხდა მოლდოვაში როდესაც ძველმა მთვარობამ პირობები არ შეასრულა და რეფორმები არ გაატარა. ახალი ხელისუფლება რეალურად წინ მიიწევს და რეფორმებს ასრულებს, რაც ნიშნავს იმას რომ ისინი ფინანსურ დახმარებას აუცილებლად მიიღებენ. სამწუხაროდ საქართველო კარგავს ამ ქვეყნებს შორის რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით ლიდერის სტატუსს, რაც ანგრევს ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს – ამბობს კუბილიუსი “დღის სტუმარში” საუბრისას.