“დიდ პროექტს ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად. შეირჩა დიფერენცირებულად 400-500 სკოლა ჯერჯერობით რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია და აქ გვინდა ძალიან სწრაფად, 4-ში უნდა აღდგეს, აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც გამოცხადდა, სწავლა საკმაოდ დიდ რაოდენობა სკოლებში, ამიტომ ჩვენ ყველა მოსწავლე, ყველა მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ. მხედველობაში მაქვს PCR ან სწრაფი ტესტით, ვმუშაობთ ამ საკითხზე”, – ამბობს ამირან გამყრელიძე “ფორმულას” ეთერში.