ამერიკაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა

ამერიკაში ქარიშხალ “იდას” შემდეგ გამოწვეულ წყალდიდობას ბოლო მონაცემებით, მინიმუმ 46 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთაგან 23 ადამინი ნიუ ჯერსიდანაა.

გუბერნატორის თქმით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ის ადამიანები არიან, რომლებიც წყლის მოვარდნის დროს მანქანებში იყვნენ. ოფიციალური პირები აცხდებენ, რომ ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ასევე მეტროს სადგურებიც დატბორა.

ოთხშაბათს ამერიკის ჩრდილო -აღმოსავლეთში იყო სულ მცირე რვა დადასტურებული ტორნადო, მათგან 4 პენსილვანიაში, 3 ნიუ ჯერსიში, 1 მასაჩუსეტსში. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: