“მახსოვს პირველად როგორ ავარჩიეთ სიგარეტის საწყობი გდაცემისთვის…პირველ სეზონზე სიგარეტის ყუთები სტუდიად გამოვიყენე”-ნანუკა ჟორჟოლიანი

“ოფისი არ გვქონდა. ნიკას სახლში კი არა, ხშირად მისი ნათესავის აივანზე ვიკრიბებოდით. იდეები და ამბიციები იმდენად არარეალური იყო, ყველას ეჭვი გვეპრებოდა რომ რამე გამოვიდოდა.
როცა გადაწყდა იბერიის ოფისიდან ეთერში გასვლა ეზოში შევიკრიბეთ. ვინც წამოვედით და გამოგვიშვეს რ2 დან კი გახსოვთ და ყველა ერთად ვიჯექით მინდორზე და ვფიქრობდით რა უნდა გვექნა. ვხვდებოდით იმ სტუდიიდან ყველა ეთერში ვერ გავიდოდით. განსაკუთრებით გადაცემები.
სტუდია არა, ტექნიკა არა, კრანები და ფუფუნება დაივიწყეთ:)) დროში ისე იწელებოდა ტელევიზიის გაკეთება ნაწილმა ვთქვით რაც არის არის, გავიდეთ თუნდაც ქუჩიდან, ან დანგრეული სტუდიებიდან.
მახსოვს პირველად როგორ ავარჩიეთ სიგარეტის საწყობი გდაცემისთვის. პირველ სეზონზე სიგარეტის ყუთები სტუდიად გამოვიყენე.
მერე რაც იყო გახსოვთ, მაგრამ არცერთი ტელევიზია სადაც აქამდე მიმუშავია ასე არ მყვარებია. მთავარს სხვა გემო და ყველაზე მთავარია რაც კი მიკეთებია.
2 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, სატესტო ეთერი გვქონდა. დღეს, ხანდახან იმედს ვუგებთ რეიტინგით და ისევ უფულოდ:)) ნანათხოვარი და გაფუჭებული ტექნიკით”.

წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქ” გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share