„ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.2 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-2.1 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-1.5 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.5 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (7.2 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.3 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.5 პროცენტი)“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.