“რუსული კლუბი” საქართველოში – ორგანიზაციას ივანიშვილი და პუტინი აფინანსებენ

კულტურულ საგანმანათლებლო კავშირი “რუსული კლუბი”, რომელსაც ბიძინა ივანიშილი და ვლადიმერ პუტინი აფინანსებენ. ორგანიზაცია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რუსულ კულტურას უწევს პროპაგანდას. მისი წევრები ცოტა ხნის წინ შეკვეთილშიც იმყოფებოდნენ და კოვიდპანდემიის ფონზე ივნისში კულტურული საღამოებიც გამართეს.

მათი კავშირები გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ერთ-ერთი დამფინანსებელი “ქართუ” ფონდია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ საიტებზე იძებნება, თუმცა საქართველოში ფონდის საქმიანობაზე ინფორმაცია ღია არ არის.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გარვიეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდი ,,ქართუ” აქტიურად აფინანსებს იმ რუსულ პროექტებს, რომლებიც პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟის ქვეშაა და ე.წ. რუსული რბილი ძალის პოლიტიკის ნაწილია.

“თუ გადავხედავთ რუსულ საიტებს იქ აღმოვაჩენთ საკმაოდ ბლომად ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ არის თანადამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი, ისეთ ფონდთან ერთად როგორიცაა პუტინის მიერ 2007 წელს დაარსებული “რუსული სამყარო”. […]

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები და ევროკავშირის 75 მილიონზე უარს ამბობს თავისი ბინძური და ბნელი პოლიტიკური მოტივების გამო, თავის საქველმოქმედო ფონდიდან აქტიურად აფინანსებს პუტინის მიზნებისთვის ასეთ ღონისძიებებს რაც სინამდვილეში აქ რბილი ძალის გააქტიურებას ემსახურება”, – თქვა ჟურნალისტმა ეკა წამალაშვილმა. 

“აი ფაქტის” ჟურნალისტი, ნანუკა ბრეგაძე ამბობს, რომ საჭიროა სურათი უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ და ეს ყველაფრი ამის მიხედვით გავიაზროთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: