დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყნად, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, სხვებთან შედარებით, პანდემიას ეფექტურად მართავს.
“ჩვენ შეიძლება, მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი – მოქალაქეების ჯანმრთელობა, მეორე – არ დაგვჭირდეს შეზღუდვების დაწესება, რომელიც სერიოზულ დისკომფორტსა და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მესამე – სწრაფად, ეფექტურად დავასრულოთ საარჩევნო პროცესი და ჩავატაროთ ყველაზე გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში”, – თქვა გახარიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.