დაპირისპირების ახალი რაუნდი კალაძე-კობახიძეს შორის, მიზეზი გახარიასთან აუდიენციაა

დაპირისპირების კიდევ ერთი რაუნდი “ქართულ ოცნებაში” – “პირველების” ინფორმაციით, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს, გიორგი გახარიასთან გამართული საიდუმლო აუდიენციის გამო დაუპირისპირდნენ.

“ტვ პირველის” წყაროს ინფორმაციით, კახა კალაძემ “ქართულ ოცნებას” ყოფილ პრემიერთან შეხვედრის დამალვა სთხოვა, თუმცა მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ საკუთარი კანდიდატურა დაასახელა, ირაკლი კობახიძემ კალაძის თხოვნა  არ გაითვალისწინა და შეხვედრის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

კალაძე შიდა დაპირისპირებას არ დასატურებს და ამბობს, რომ “ირაკლი კობახიძეს განცხადების გაკეთებისთვის მისი ნებართვა არ სჭირდება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: