“იუსტიციის მინისტრის “ევროპა” – ურეკელები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)

ადგილი, რომელიც იუსტიციის მინისტრს ევროპა ჰგონია – “ხალხი წყალმა წაიღო და პატრონი არავინაა”
დღეს, დილიდან, ურეკის დიდი ნაწილი დატბორილია. მაღაზიები, სახლები, სასტუმროები, ქუჩები წყლით არის სავსე, თუმცა ხალხის დასახმარებლად კურორტზე ამ დრომდე არავინ მისულა.
იქ, სადაც გუშინ, გავლით მყოფ იუსტიციის მინისტრს თავი ევროპაში ეგონა, ხალხი დახმარებას რამდენიმე საათია ითხოვს. ადგილობრივების თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ყოველ გაწვიმებაზე ურეკი იტბორება – ირკვევა, რომ კურორტზე, გზები ისე დააგეს, რომ სანიაღვრე არხები არც კი გაუკეთებიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share