ერთჯერადად აცრილ პრემიერს, რომელმაც სრულად აცრილის კოვიდპასპორტი აიღო, ნიკა გვარამია მიმართავს:
“იუსტიციის მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში რომ დანაშაული ჩაიდინე, დოკუმენტი გააყალბე და ერთჯერ აცრილმა სრულად აცრილის კოვიდპასპორტი აიღე, მერე ვილაპარაკოთ ამაზე.
ახლა შენს კოვიდ უსაფრთხოებას მივუბრუნდეთ. აგერ, დაგარეგისტრირეთ მეორე აცრაზე. დროზე მიდი, არ დაგაგვიანდეს, რიგი არ გაუშვა. კამერებიც მოვლენ და მაქედანაც ჩემზე ილაპარაკე, თუ აცრის წინ თავის გასამხნევებლად გჭირდება”, – წერს ნიკა გვარამია.