“ოცნება” არსებული ფორმით ვერ შენარჩუნდება”

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით რადიკალიზმი. ეს რადიკალიზმი ოცნებისეული იქნება თუ ნაცებისეული იქნება, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში რადიკალიზმი ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას და ამიტომ მე ვთქვი, რომ თანამშრომლობა აქ ჩვენთვის მიუღებელია… ოცნება, მაინც ვფიქრობ, რომ ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება. ოცნება ნებისმიერი შემდგომი არჩევნების შემდეგ სახეს იცვლის და, დიდი ალბათობით, დაიშლება სხვადასხვა ნაწილებად” – განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ტვ პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share