“ამ სესხზე მიბმულია ძალიან ბევრი სხვა სესხიც. ასეთი იაფი სესხი ჩვენ სხვა არ გაქვს”

“ეს არის უაღრესად გრძელვადიანი ფული, დაახლოებით 25 ან 30 წელი იქნება და უაღრესად დაბალი პროცენტით, 0,5% იყო, თუ კარგად მახსოვს, ამ სესხის გადასახადი. ასეთი ჩვენ სხვა არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური ფული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე რადგანაც ვთქვით უარი, ჩვენ მხოლოდ 75 მილიონი ევრო დავკარგეთ. ვისაც ცოტა ეკონომიკა ესმის და ესმის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ძალიან კარგად ესმის, რომ ამ სესხზე მიბმულია ძალიან ბევრი სხვა სესხიც. ასეთი იაფი სესხი ჩვენ სხვა არ გაქვს”, – თქვა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: