“ყველა ის მსხვილი პროექტი, რომელიც ხორციელდება, მაგალითად, ავტობუსების შესყიდვა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით ხდება. შესაბამისად, სახელმწიფომ დაიწყო ამ ვალების დაბრუნება. თუ იმის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, რომ ჩვენ გვინდა დამატებით 70 მილიონი სესხად ავიღოთ და კონკრეტული ადამიანები, ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ეს არის თითქოს დახმარება, საჩუქარი – ეს ასე არ არის. ეს არის სესხი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მომსახურება. თუ ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს”, – თქვა კახა კალაძემ.