კორონავირუსის გართულების სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მედიკამენტი ისევ დეფიციტშია. ექიმების თქმით, ტოცილიზუმაბი, რომელიც მძიმე პაციენტებში ვირუსით გამოწვეული გართულების თავიდან აცილებისთვისაა საჭირო, რეგიონებში ხელმისაწვდომი არ არის. პრეპარატის მარაგი პერიოდულად იწურება დედაქალაქშიც. კლინიკები იძულებული არიან, პრეპარატი გამოიზოგონ.
ჩვენ თუ გადავხედავთ კლინიკების უმრავლესობას რეგიონებში მისი გამოყენება საერთოდ არ ხდება, ამ დროს მძიმე კოვიდპაციენტები იქ ბევრია”,- ამბობს ვახტაგ კალოიანი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
ექიმები ამბობენ, რომ შესაძლოა, ქვეყანაში არსებული მაღალი ლეტალობა სწორედ ბიუროკრატიას უკავშირდებოდეს,
“უაღრესად მნიშვნელოვანია,რომ პრეპარატის ადმინსიტრირება პაციენტისთვის დროის კონკრეტულ მონაკვეთში მოხდეს. თუკი ხელმისაწვდომობა არ ექნება ექიმს, ამ განსაზღვრული დროის მონაკვეთში ეს დრო ფუჭად არის დაკარგული და რა თქმა უნდა, დაავადება იწყებს აგრესიულად პროგრესირებას”,- ამბობს ექიმი ანი ქავთარაძე.
პაციენტების ახლობლებს კი რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტის ძებნა სოციალურ ქსელებში უწევთ.