„კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი მხოლოდ ერთი ფაქტორით არ არის გამოწვეული. სამწუხაროდ, შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. გეთანხმებით, რომ ნაადრევად მოხდა შემსუბუქება შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი და ასევე, ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, თავისი როლი აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.