“ძალიან ბევრი ტელევიზია აქტიურობს, ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო.
არავის არ ვასხვავებ ერთმანეთისგან. რომელიღაც კანდიდატს ჰქონდა მოწოდება, მხოლოდ მერს და მელიას დავუჯდები დებატებშიო. მარტო მელიას და კალაძეს კი არა, ყველასთან უნდა დავჯდეთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. 16-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული, შესაბამისად, მე არც ერთ კანდიდატს არ ვასხვავებ”, – თქვა კალაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.