ერთი ადამიანი დაიღუპა დღეს ლანჩხუთში, თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად.
როგორც რედაქციას ნატანებიდან აცნობეს, გარდაცვლილია წარმოშობით ნატანებელი, ამჟამად გერმანიაში მცხოვრები, ცნობილი მევიოლინეს, ბელა მერკერ მახარაძის ძმა. პაატა მახარაძე.
“გურიის მოამბე” გამოთქვამს წუხილს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ლესას მონაკვეთზე მოხდა.