6 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 905, ხოლო გარდაიცვალა — 61 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 309 PCR ტესტით.
6 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის — 6,94%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 9,15%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 8,19%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 565 957-ს, სულ გამოჯანმრთელდა 519 673, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 7 867 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 415;
 - აჭარა — 147;
 - იმერეთი — 175;
 - ქვემო ქართლი — 48;
 - შიდა ქართლი — 46;
 - გურია — 29;
 - სამეგრელო-ზემო სვანეთი — 94;
 - კახეთი — 73;
 - მცხეთა-მთიანეთი — 40;
 - სამცხე-ჯავახეთი — 35;
 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 18.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391, საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 572, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 414.
2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 88 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 32 526.








