“ოცნებამ” საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ენმ-ს წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა – ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, “ოცნებამ” საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და ორ შემთხვევაზე ისაუბრა.

“პირველი ეს არის სენაკის საარჩევნო ოლქი, სადაც “ოცნებას” წარგდენილი ჰყავდა გია წურწუმია და ბეჟან სანაია, შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად, ამ ადამიანებს შევსებული ჰქონდათ საარღიცხო ბარათები თავისი ხელით და თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული, მას შემდეგ რაც დამთავრდა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოსთხოვეს “ქართულ ოცნებას” დაედგინა ტექნიკური ხარვეზი და მოეხდინათ პირადობის ნომრის შეცვლა, ისარგებლეს ამით და კანონის უხეში დარღვევით შეცვლაეს ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები. საოლქო საარჩევნო კომისია იძულებულია დიდი ზეწოლის შედეგად დაუკმაყოფილოს “ოცნებას” ეს უკანონო მოთხოვნა”, – თქვა ბეჟაშვილმა. 

მან კომისიას სთხოვა დატოვოს ის წარდგინება, რომელიც ხელისუფლებამ პირველ ჯერზე გააკეთა. რაც შეეხება მეორე დარღვევას – ახალქალასა და ნინოწმინდაში, ბეჟაშვილის ინფორმაციით, ენმ-ს პარტიულ სიაში მყოფ პირებს დევნიან.

“ახალქალაში დაახლოებით 4 ადამიანთან მიმართებაში სპეცსამსახურებმა დააწერინეს განცხადება და ისინი თავდაპირველად უარს ამბობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სიაში ყოფნაზე. […] ჩვენ ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ ეს ინფორმაცია უკვე მიეწოდათ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც ამ ადამიანებს გარანტიები მისცეს ისინი თავდაპირველ უარზე უარს აცხადებენ და კომისას დღეს დილით უკვე მიმართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: