ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში დღეს 92 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა და ოთხი დღის წინ სახლში გამოწერეს. დღეს კი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ვირუსი მის ორ შვილსაც დაუდასტურდა, რომლებისც მასთან ერთად ცხოვრობდნენ.
ქალს გულსისხლძარღვთა და სხვა თანმხლები დაავადებები ქონდა.