“ნუ, მე სულ ფორმაში ვარ,ჩემი სასამართლოები მდორედ და ტაატით მიედინება, შესაშური სისტემატურობით”-ნიკა გვარამია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავით კეზერაშვილის საქმეს ეხმაურება, რომელსაც უზენაესი სასამართლო 4 წლის თავზე იხილავს.

საუბარია კეზერაშვილის გამამართლებელ განაჩენზე, პროკურატურის გასაჩივრებას.

ნიკა გვარამია საქმის ხელახლა წარმოებას, მედიაზე ზეწოლას უკავშირებს.

“ჩემი მეგობრის, დათო კეზერაშვილის საქმე, 4 წლის თავზე გააცოცხლა უზენაესმა სასამართლომ. 4 წლის თავზე, ხალხო, 4 წლის. გამამართლებელ განაჩენზე პროკურტურის საჩივარს 4 წლის მერე იხილავს შალვა თადუმაძე. არავისთვის დამალული არაა, რომ დათო ფორმულას ფლობს.

განახლდა ხაზარაძე-ჯაფარიძის და ბატონი ავთო წერეთლის საქმე. 70 წლის კაცს მოგონილი ბრალდებით ასამართლებენ შვილის და მისი მედიის გამო.

ნუ, მე სულ ფორმაში ვარ. ჩემი სასამართლოები მდორედ და ტაატით მიედინება, შესაშური სისტემატურობით

შენღა დარჩი, მოკლედ Nino Jangirashvili”,-წერს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share