„დიქტატორები არიან“ – თაკო ჩარკვიანი „ოცნებაზე“

„ეს ხელიუსფლება ძალიან აღვირახსნილად იქცევა, ეს არის რუსული სტილის მმართველობა“,- განაცხადა  CNews-თან საუბრისას „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

შეგახსენებთ: კოაბხიძის თქმით, გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

„ამიტომ არ მოვაწერე ხელი ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტს, ძალიან პატივს ვცემ ამ ადამიანს, რომელმაც ამდენი დრო, ენერგია ჩადო იმაში, რომ აქ რეფორმები გატარდეს, მაგრამ იცით, ძლაიან წინააღმდეგი ვიყავი პარლამენტში შესვლის იმიტომ არა, რომ რადიკალური პოზიცია მაქვს, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ, ასე ვხედავდი, რომ რაოდენობრივად ეს ურცხვი ხელისუფლება მეტი იყო ოპოზიციაზე.  ოლიგარქია სხვა რამეა, ოლიგარქიული მმართველობა კი განსხვავდება, დასავლური ტიპის ქვეყნებში ლიდერები არიან, შეიძლება ზოგი საუკეთესო იყოს, ზოგი – არა, მაგრამ ინსტიტუციები არ აძლევენ მათ საშუალებას, რომ აღვირახსნილები იყვნენ.

ეს ხელიუსფლება ძალიან აღვირახსნილად იქცევა, ეს არის რუსული სტილის მმართველობა. ბოიკოტმა როცა დაკარგა აზრი იმიტომ, რომ შევიდნენ პარლამენტში, უხერხული იყო და გახსოვთ, ალბათ, გამოკითხვაც ჩავატარე შესვლასთან დაკაშირებით იმიტომ, რომ ბოდიში და, ფეხები გარეთ მრჩებოდა. ახლაც, იქ რომ ვართ, ყველაფერში უმრავლესობა გვჯობნის, ყველა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გადის. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ზოგიერთი ოპოზიციონერი ძაღივით ვიყეფებით, შედეგი არაფერია.

არჩევნებამდე მივიდვართ მოუმზადებელი, რეფორმა არ ჩატრადა – ოლიგარქები არ ატარებენ რეფორმებს, ძალადობრივი გზის მომხრეები არიან, დიქტატორები არიან“, – განაცხდა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ თვალებისდამთხრელებისთვის  ამნისტიაზე ხელის მოაწერა შეუძლებელია.

„არ მოვაწერე ხელი და არც მოვაწერ იმიტომ, რომ ხალხს როდესაც ეუბნები, გამოდი ქუჩაშიო და მერე თვალებდათხრილი ადამაინების ამნისტიას ხელს ვაწერთ, თვალებში ვერ ჩავხედავ ვერცერთს. მერე კიდევ როგორ ეტყვი, გამოდი და დადექი ჩვენს გვერდზეო, როცა მისი თვალებისდამთხრელს ამნისტიაზე ხელი მოუწერე. არ შეიძლება ასეთი ღირებულებების გარღვევა, ეს არის ჩემი ერთი, თამარ ჩარკვიანის აზრი“, -განაცხადა ჩარკვაინმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share