ჯანდაცვის უწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარს უჭერს, – განაცხადა “დღის კურიერთან” ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ
“ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ სატრანსპორტო გახსნებს, რათა ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება სწავლის დაწყების პროცესში. ხვალ ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღონისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით,”- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.