ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დადგენილება დღეს გამოიცემა.
“დღეს გამოიცემა უკვე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში”, – განაცხადა მინისტრმა.