ფრანგული კინემატოგრაფის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით “პროფესიონალი”.
1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში “ბედით განებივრებული”.
კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს ბელმონდო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს.
მსახიობი 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა. მისი კინოკარიერა 50 წელს ითვლის.