“საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების აზრი, ფეხებზე მკიდია”..

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნებას აანონსებს. ამის თაობაზე მან ჯერ სოციალური ქსელით ისაუბრა, კონკრეტულ გეგმებზე კი ნიკა გვარამიას გადაცემა “მთავარ აქცენტებში”:

საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების კომენტარები. ბოდიში და ფეხებზეც მკიდია… სამოქალაქო არეულობად არ გეჩვენებათ, რომ ქართველი ახალგაზრდების ძაან დიდი ნაწილი უბრალოდ დაბოლილია? და იმიტომ კი არა, რომ ქართველები მიდრეკილი არიან ნარკოტიკების მიმართ, სრული სისულელეა ეს. იმიტომ რომ საქმე არ აქვთ, იმიტომ რომ ბირჟაზე დგანან, იმიტომ რომ საქართველო არის პირველ ხუთეულში მსოფლიოში, დანარჩენ ოთხ აფრიკულ ქვეყანასთან ერთად უმუშევრობის მაღალი დონით. …თქვენ არ გეჩვენებათ სამოქალაქო არეულობად ის, რომ ჩემს დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტი გადაუხდელობის გამო 2 800 იყო, ახლა იცით რამდენია, 43 ათასი. ეს არ არის არეულობის წყარო? რაში მაინტერესებს ვინ პოლიტიკოსი რას ამბობს”.

– ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკაში მოსასვლელად კი არა, ახალგაზრდების დასახმარებლად მოდის:

მე არ ვაპირებ ხელისუფლებაში მოსვლას. მე ვაპირებ დავეხმარო ახალ ძალებს მოვიდნენ ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა. განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა და ამისკენ მან ემიგრანტებსაც მოუწოდა:

„ვისაც გაქვთ ამის საშუალება არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება… და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში,“ – მიმართა სააკაშვილმა ემიგრანტებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share