კუბა პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID-19-ის ვაქცინაცია 2 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი

კუბა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში იქნება შესაძლებელი – ინფორმაციას “france24” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუბაში საკუთარი წარმოების ვაქცინებს: “აბდალასა” და “სობერანას” იყენებენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ არის.

კუბამ პარასკევს 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ორშაბათიდან კი ვაქცინიაცია 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის გახდა შესაძლებელი.

მედიის ინფორმაციით, კუბაში ვაქცინაციის დაწყების მიზანი სკოლების გახსნაა. 11,2 მილიონიანი მოქალაქით დასახლებულ კომუნისტურ კუნძულზე სკოლები 2020 წლის მარტიდან უმეტესწილად დაკეტილია. ახალი სასწავლო წელი კუბაზე 6 სექტემბერს დაიწყო, თუმცა დისტანციურად, სატელევიზიო სასწავლო პროგრამებით, რადგან ინტერნეტზე წვდომა ქვეყანაში ყველა ოჯახს არ აქვს.

კუბაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 5 700 ადამიანი გარდაიცვალა, საიდანაც თითქმის ნახევარი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share