ამ ტიპის განცხადებები ახალი არ არის, მე ის მიკვირს ხელისუფლება თვითმფრინავის გაგზავნას რატომ არ სთავაზობს, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატი დავით უსუფაშვილიჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არჩევნებისთვის დაბრუნების თაობაზე.
მისითქმით, “ეს კინო ბევრჯერ ნახეს და არ აპირებენ ამ ტიპის თემებს აყვნენ”.
“ის ხომ გასამართლებულია და ხელისუფლების ვალია ყველა გასამართლებული ციხეში იჯდეს. იმას უნდა ამბობდნენ, სად ხარ, რომ მოგიყვანოთ და ციხეში ჩაგსვათო, ეს იქნებოდა სახელმწიფოებრივი მიდგომა და მერე დანარჩენი პოლიტიკური ამბები”, – განაცხადა უსუფაშვილმა.