“ქართული ოცნება” დეპუატობის კანდიდატებზე ზეოწლას სამგერელოშიც განაგრძობს, სადაც “ნაციოლნალური მოძრაობის” წევრმა, დავით ხასაიამ მუქარისა და დაშინების გამო, კანდიდატურა მოხსნა. ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე 4 სოფელში დეპუტატობის კადიდატი იყო.
ხასია მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელია. წალენჯიხის მერობის კანდიდატი ამ ზეწოლაში რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ადანაშაულებს.
“რეორგანიზებული ნაწილები, რომლებიც “ოცნების” სახით უტევენ ჩვენ თავისუფლებას, დღეს ილაშქრებენ პიროვნების წინაააღმდეგ. მივმართავ დათო ხასაიას, პიროვნულ წყენას გულში არ ვიჭერ, მაგრამ ვიბრძოლებთ შენი თავისუფალი სულის გამოსახსნელად და ჩვენი ადამიანების თავისუფლებისთვის”, – თქვა მერობის კანდიდატმა, გია ხარჩილავამ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისთვის ია კერზაიას საქმე მაგალითი უნდა იყოს, თუმცა “ოცნება” ნაცად ხერხებს ისევ მიმართავს.
გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნულ 4 სოფელში დეპუტატი არ ეყოლება.