ტოპ-15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა

2021 წლის აგვისტოში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 75%-ით ნაკლებია. შესაბამისად, აგვისტოში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 24.5%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აგვისტოს განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 156,101 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 რუსეთი – 39 909 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 809%
2 თურქეთი – 34 847 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 114%
3 უკრაინა – 29 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2849%
4 საქართველო (არარეზიდენტი) – 23 117 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 390%
5 სომხეთი – 22 733 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 161%
6 საუდის არაბეთი – 16 436 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16435%
7 ბელარუსი – 13 494 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5678%
8 ყაზახეთი – 12 221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2489%
9 აზერბაიჯანი – 11 181 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 198%
10 პოლონეთი – 6 954 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12100%
11 გერმანია – 4 567 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 962%
12 უზბეკეთი – 4 455 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 437%
13 ა შ შ – 3 777 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4805%
14 ინდოეთი – 3 085 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 102733%
15 ქუვეითი – 2 766 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27650%

2021 წლის ივლისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $205.3 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 7 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $505,1 მილიონის შემოსავალი მიიღო. აგვისტოს ტურისტული შემოსავლის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share