უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი.

დაცვის მხარე საქმე ორ ინსტანციაში მოიგო, თუმცა ამის შემდეგ, პროკურატურამ საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი დღეს გაიმართა და მას თავად დავით კეზერაშვილი არ დასწრებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: