საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი მანქანების გაყვანა მფლობელებს 100 ლარის გადახდის შემდეგ შეეძლებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა. 2020 წლის 1 სექტემბრამდე საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი მანქანების გაყვანა მფლობელებს ერთჯერადად 100 ლარის გადახდის შემდეგ შეეძლებათ.

მოქალაქეებს 112-ის წინაშე დაგროვილი დავალიანებისგან გასათავისუფლებლად ვადა 14 სექტემბრამდე აქვთ. ბოლო მონაცემებით, ჯარიმების საერთო რაოდენობა 4 მილიონ ლარს შეადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share