„სამი თვე გავიდა, რაც პარტია ჩამოვაყალიბეთ და მთელ საქართველოში მუნიციპალურ დონეზე წარმოდგენილები ვართ და არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას – ასეთი შედეგი ჯერ არავის არ ჰქონია და პარტია „საქართველოსთვის” დღეს არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში მზარდი რეიტინგით. ყველა სხვა პარტია ან ერთ ადგილას დგას ან ქვემოთ მოდის.
,რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს – პირველ რიგში ის, რომ ჩვენს გუნდში გვყავს კეთილსინდისიერი პროფესიონალები. ხალხს მობეზრდა ეს „ჩაკეტილი წრე”, როდესაც ფაქტობრივად, არჩევანი არა გაქვს – იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა”, მეორე მხარეს არის „ოცნება”. „ოცნება“ დღეს როგორც იქცევა, ფაქტობრივად გვაბრუნებს „ნაციონალური მოძრაობის” წარსულში. იქიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გვემუქრება – მე მოვალ და შენს მომავალს შევქმნიო – ჩვეულებრივი საგიჟეთია“, – მიმართა მხარდამჭერებს გიორგი გახარიამ ყვარელში.