ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში. ცნობილია, რომ BMW-ს მარკის ავტომობილი მერიის ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ახალგაზრდა გოგომ სხვისი მანქანა გაიტაცა, რის შემდეგაც ეს შემთხვევა მოხდა. ქალი ადგილზე დააკავეს.