საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში რეგულარის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3 ლარს აღემატება, რაც ამ კატეგორიის ბენზინისთვის ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს. ასევე რეკორდულ დონემდე არის გაზრდილი სხვა მარკის საწვავის ღირებულებაც. მაგალითად, პრემიუმის მარკის საწვავი 3.12-3.17 ლარი ღირს, ხოლო ევრო დიზელი კი 3.05-3.07 ლარი.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო 120 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 10.1%-ით გამყარდა, საწვავის ღირებულება ამავე პერიოდში პირიქით 13%-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ღირებულების ზრდას უკავშირდება. ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამჟამად $69 დოლარი ღირს, ხოლო 4 თვის წინ ეს ფასი $63.8 დოლარს შეადგენდა.

bm.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share