ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 58 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 199 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,6 მილიონზე მეტი.