ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა. ისინი სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.
სკოლის კურსდამთავრებულებმა: თიკო მსხილაძემ, მარიტა ტოტოჩავამ, მარიამ ბერიძემ და ნიკა ხოჯავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
„ზაზა დამენიას სახელობის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს: თიკო მსხილაძეს, მარიტა ტოტოჩავას, მარიამ ბერიძეს და ნიკა ხოჯავას ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას. წარმატებებს გისურვებთ კვლავაც! გვიყვარხართ და გვეიმედებით“, – აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
www.etaloni.ge