“ტრიბუნას” ლიდერის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პარლამენტის მიერ გამოცხადებული მთავრობის უნდობლობა კი არ არის საშიში, საშიშია ის, როდესაც ხალხი აცხადებს უნდობლობას და ამის გამო ქუჩაში გამოდის. მისი თქმით, კობახიძე სწორედ აქეთკენ მიაქანებს ყველაფერს, ამიტომ საჭიროა, ხელისუფლების ცვლილება დროულად მოხდეს:
“ცეცხლს ეთამაშება “ოცნების” მესაფლავე და ვერ გაუგია ჯერ.
რადგან, პარლამენტის მიერ გამოცხადებული მთავრობის უნდობლობა კი არ არის საშიში, საშიში მაშინ ხდება, როდესაც ხალხი აცხადებს უნდობლობას და ქუჩაში გამოდის.
არადა აქეთკენ მიაქანებს ყველაფერს კობახიძე.
მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციური ცვლილებები კი არა, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო!
იმ “ქართულ ოცნების” ცვლილება, რომლის პირველი პირები ისე გამოძღნენ 3 მილიარდით, 75 მილიონს ფულად აღარ მიიჩნევენ.
მით უმეტეს ისეთ გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკისთვის ყველა თეთრი მნიშვნელოვანია ხალხმა სული რომ მოითქვას, სამუშაო ადგილები რომ შეიქმნას…” – აცხადებს ჭიჭინაძე.