“ყველას გილოცავთ დაბადების დღეს, ვინც დღეს დაიბადეთ… დღეს,“მთავარი” ორი წლის გახდa,19 დღეში, ყველაზე ფსიხი იდეების რეალიზებას გისურვებთ”-ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი  “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“რა სიგიჟე ჩაგიდენიათ 19 დღეში… ჩვენ ტელევიზია გავაკეთეთ და შვილი-შვილებთან თუ მოგვინდება იმის დამტკიცება რომ ახალგაზრდობაში ფსიხები ვიყავით, ამ ამბის მოყოლით დავიწყებთ:

დღეს, “მთავარი” ორი წლის გახდა.

ძალიან, ძალიან და კიდევ ძალიან დიდი ხნის შემდეგ დასამშვიდობებელ წერილს რომ დავწერ, ჩემი ოცნებაა, რომ არხს მაშინაც ის პრინციპები ჰქონდეს, რაც დღეს აქვს და კარიერის ბოლოს, სიბერეში ვთქვა “მთავარი არხი არის ბოლომდე მთავარი ხალხისთვის და პირიქით” 

ყველას გილოცავთ დაბადების დღეს, ვინც დღეს დაიბადეთ. 19 დღეში, ყველაზე ფსიხი იდეების რეალიზებას გისურვებთ,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

“მთავარი არხი” – ტელევიზია, რომელიც 19 დღეში შეიქმნა, დღეს მისი მაუწყებლობის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share