არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის “ქართული ოცნების” საბოლოო მიზანი და გეგმა.
იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი” – თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.