მამათის მე-11 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებად მამათის რწმუნებულის ოჯახის წევრები დანიშნეს. ინფორმაციას ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს, რომელიც დღეს ოლქის თავმჯდომარესთან მივიდა და უბნის გაუქმება მოითხოვა.
როგორც ის “მთავარი არხის” ვებგვერდთან ამბობს, საარჩევნო უბანზე დაინიშნენ რწმუნებულის ცოლი, რძლები და შვილი, აქედან ცოლი და რძლები ნეიტრალურ წევრებად.
“ცოლი ამბობს, მე “ოცნების” წევრი ვარ და “ოცნებამ” ჩამსვაო… თანამდებობაზეა კომისიის მდივნად აირჩიეს…” – ამბობს ხაბეიშვილი და განმარტავს, რომ ოლქის თავმჯდომარეს მე-11 საარჩევნო უბნის გაუქმება მოსთხოვა, რადგან მისი თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
ოლქის თავმჯდომარესთან
აბეიშვილი ენმ-ის ლანჩუთის ორგანიზაციის წევრებთან ერთად მივიდა.