პური მომავალი წლის იანვრიდან გაძვირდება და მისი ფასი საგრძნობლად აიწევს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებმა განუცხადეს. ექსპერტების განცხადებით პურის გაძვირებას ფქვილზე მასების მატება გამოიწვევს, პურის ფქვილის გაძვირება კი ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი 20%-ით გაძვირდა.
ხოლო პირველი კატეგორიის პურის ფქვილმა, რომელზედაც ყველაზე მეტი მოთხოვნილებაა, ფასი 26% მოიმატა! მაგალითისათვის, ამ კატეგორიის პურის ფქვილი კომპანია “გულისტანში” ერთი თვის წინ თუ ღირდა 54 ლარი, ანუ ერთ ტომარა ფქვილს 54 ლარად შეიძენდით, დღეის მდგომარეობით მისი ფასი 69,90 ლარამდე გაძვირდა.