გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია – 55%-ს, მელია – 46%-ს – Edison Research

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ – მინისტრი, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იკავებენ.

კერძოდ, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს “პოზიტიურად” მოსახლეობის 55% აფასებს, ნიკა მელიას – 46%. ამავე პოლიტიკოსებს “ნეგატიურად” აფასებს: გახარიას – 45%, კალაძეს 45%, მელიას – 54%.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე – 46% (ნეგატიურად – 54%)

ანა დოლიძე – 45% (ნეგატიურად – 55%)

ირაკლი ღარიბაშვილი – 42% (ნეგატიურად – 58%)

მიხეილ სააკაშვილი – 39% (ნეგატიურად – 61%)

ბიძინა ივანიშვილი – 39% (ნეგატიურად – 61%)

გიორგი ვაშაძე – 37% (ნეგატიურად – 63%)

ელენე ხოშტარია – 36% (ნეგატიურად – 64%)

შალვა ნათელაშვილი – 36% (ნეგატიურად – 64%)

ირაკლი კობახიძე – 34% (ნეგატიურად – 66%)

ხატია დეკანოიძე – 33% (ნეგატიურად – 67%)

არჩილ თალაკვაძე – 33% (ნეგატიურად – 67%)

ანა ნაცვლიშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)

დავით უსუფაშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)

სალომე ზურაბიშვილი – 32% (ნეგატიურად – 68%)

ალექსანდრე ელისაშვილი – 31% (ნეგატიურად – 69%)

კახა კუჭავა – 30% (ნეგატიურად – 70%)

ბადრი ჯაფარიძე – 28% (ნეგატიურად – 72%)

გიგი წერეთელი – 28% (ნეგატიურად – 72%)

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 27% (ნეგატიურად – 73%)

მამუკა ხაზარაძე – 27% (ნეგატიურად – 73%)

სალომე სამადაშვილი – 26% (ნეგატიურად – 74%)

 

ნინო ბურჯანაძე – 24% (ნეგატიურად – 76%)

ირმა ინაშვილი – 24% (ნეგატიურად – 76%)

გიგა ბოკერია – 22% (ნეგატიურად – 78%)

საბა ბუაძე – 21% (ნეგატიურად – 79%)

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: