კალიურანდი: არჩევნებზე ევროპარლამენტი საქართველოში სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ინფორმაციით, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში სადამკვირვებლო დელეგაციას გამოგზავნის. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

“შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს”. – წერს კალიურანდი.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share