დანიაში ყველა კოვიდშეზღუდვა მოიხსნა და ის პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელიც პანდემიამდე ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდა, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
„ვაქცინები და დანიის ყველა მოქალაქის ძალისხმევა ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენი ძლიერების საფუძველი,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰოინიკემ.
ქვეყნის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა და ინფიცირებისა და სიკვდილიანობის შეთხვევების შემცირების გამო გამოაცხადა, რომ კოვიდ-19 საზოგადოებისთვის კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.
დანიაში რესტორნებში, სპორტულ დაწესებულებებსა და ღამის კლუბებში „კოვიდ საშვების“ წარდგენა სავალდებულო აღარაა, კარანტინში ყოფნა მხოლოდ დაინფიცირებულებს მოუწევთ და არა მათ კონტაქტებს, ადამიანებს სამსახურებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ, ამასთან, ქვეყანაში გაიხსნა სკოლები და ბავშვები, რომლებსაც ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ, იზოლაციაში აღარ გადავლენ.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, დანიაში მოსახლეობის 73%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული.