ფუძნდება “საერთო სახალხო მოძრაობა” – პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოდის.
ჩარკვიანი ხაზგასმით ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია
“ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია “საერთო სახალხო მოძრაობა”. ტელეფონის ნომრებს მოგაწოდებთ ჩვენს გვერდზე – “საერთო სახალხო მოძრაობა” ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით. შექმნა დანგრეული, ჩამოშლილი, ჩაბნელებული საქართველოდან – სახელმწიფო და დააყენა ფეხზე”,- თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა და დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა.