მრჩეველთა საბჭოს გასვლითი შეხვედრა ახალქალაქში

კომპანია CCEH HYDRO VI-ის ინიციატივით დაფუძნებული ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის  გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სამცხე – ჯავახეთში, კერძოდ კი ახალქალაქში, 2021 წლის 8 – 9 სექტემბერს გაიმართა.

საბჭოს შეკრების და ახალქალაქში ვიზიტის მიზანი, როგორც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების ეტაპების გაცნობა, ასევე, კომპანია CCEH -ის პროტფელში არსებული, მშენებარე, მცირე,  მოდინეაბაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურის, მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, კორხისწყალზე დაგეგმილი ახალქალაქი ჰესის დათვალიერება, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების  და სპეციფიკის გაცნობა იყო.

მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც კავკასიის განახლებადი ენერგიის (CCEH) ფონდის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ საბჭოს წევრებს გააცნო შეხვედრის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ წარადგინა ინფორმაცია ბახვი 1 ჰესის გზშ ანგარიშის მომზადების პროცესზე, მიმდინარე კვლევებსა და სოციალურ აქტივობებზე. ახალქალაქი ჰესის შესახებ პრეზენტაცია, კავკასიის განახლებადი ენერგიის (CCEH) ფონდის გარემოსდაცვითი და სოციალური  საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა გააკეთა.  შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ტერიტორია 9 სექტემბერს დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს პროექტის ფარგლებშ განხორციელებული ერთ-ერთი სოციალური პროექტი, ორჯის წყლის სატუმბი, რომელიც ადგილობრივებთან კოორდინაციაში განხორციელდა.

„ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის საინტერესო იყო ახალქალაქში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის დათვალიერება, გარემოს დაცვის კუთხით მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიღება და იმ სოციალური პროექტის გაცნობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან პარტნიორობით.  საბჭოს წევრებს გავაცანით მშენებლობის ადგილი, თუმცა, რასაკვირველია ვიდრე სამშენებლო მოედანზე შევიდოდნენ ყველას ჩაუტარდა  შრომის უსაფრთხოების ტრენინგი, ავუხსენით სამუშაოების მიმდინარეობა და ეტაპები, ასევე, დავათვალიერებინეთ ორჯის წყლის სატუმბი სადგური, რომელიც სოციალური სახის პროექტია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩვენი დიდი სურვილი იყო, საბჭოს წევრებს საკუთარი თვალით ენახათ და ნათლად წარმოედგინათ მუშაობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და შემარბილებელი ღონისძიებები, სამუშაოების წარმოების ხარისხი და კომპანიის მიდგომები“- განაცხადა კომპანია CCEH HYDRO VI  – ის დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო 2021 წლის 5 აგვისტოს კომპანია CCEH HYDRO VI-ის ინიციატივით დაფუძნდა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ნომინირებული 12 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, მცირე და საშუალო ბიზნესს, მედიას და თვითმმართველობას. საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მიმართულებით არსებულ საკითხებს განიხილავენ, გაეცნობიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს და იმსჯელებენ იმ მექანიზმებზე, რომელიც პროექტის წარმატების გარანტი გახდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share