“რა გადაწყვეტილება და რა ხედვა უნდა წარმოადგინოს, მაგალითად, სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, გვარამიამ, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, ახალაიებმა? ამ მჩაგვრელმა კასტამ, მაფიოზურმა დაჯგუფებამ, რომელიც მართავდა ჩვენ ქვეყანას. დღეს უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი 20-25% არის ჯერ კიდევ შეცდენილი, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ადამიანების უნარი არის ფართო მასების შეცდომაში შეყვანა.”
ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას.